Saturday, June 28, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდება ჩვენი ტრენინგები. მუშაობა უკვე დასრულებულია, ყველა მსმენელი გააკეთებს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას. ჩემი პროექტით დიდად აღფრთოვანებული არა ვარ, მაგრამ ეს პირველი ცდაა ამ რანგში..."ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს".
 დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებისგან ბევრს ვისწავლი და შემდეგში უფრო საინტერესო ნამუშევრები გამომივა- შედეგი ხომ შრომით მიიღწევა!
 მადლობა ჩვენს ტრენერს - დათოს და წარმატებები მომავალ საქმიანობაში!

Tuesday, June 24, 2014

მერვე მოდულის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, თავი მოვუყარეთ ყველა აქამდე გაცნობილ ინფორმაციას,რათა მან შესაბამისი ასახვა ჰპოვოს ჩვენს ნამუშევარში დასრულებული სახით....ვნახოთ,რა გამოგვივიდააა........

Monday, June 23, 2014

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

გავაანალიზეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების სქემა  და  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსებაზე...''დასასრულს'' ვუახლოვდებით....ყველა მსმენელი გულმოდგინედ მუშაობს!...


Sunday, June 22, 2014

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მეხუთე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. ვიფიქრებ, რომელი ცნებები, უნარ-ჩვევები და ცოდნა შეფასდება ჩემი პროექტის ფარგლებში და როგორი ფორმით შევაფასებ მათ....

Saturday, June 21, 2014

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება,თუ როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და როგორ დავაკმაყოფილო მსწავლელთა განსხვავებული საჭიროებები..